ტროლის გამოსავლენად ჩვენ ღია წყაროებს და პირველ რიგში, თავად საეჭვო პროფილის ღია მონაცემებს ვიყენებთ. ტროლების მონიტორინგი ძირითადად სოციალური ქსელის პროფილის ანალიზს ეფუძნება და შემდეგ ასპექტებს მოიცავს:


1. პროფილის “ჩემს შესახებ” სექცია, პირადი ფოტოები და ვიდეოები; 


2. საჯარო კომენტარები, პოსტები და ქცევა საინფორმაციო სიახლეების ველში. 

 

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად რეალურია სოციალური ქსელის პროფილი, დამატებით ვიყენებთ ღია წყაროებით პიროვნების დადგენის საძიებო სისტემებს, როგორიცაა Webmii.com, Pipl. com, People.yandex.ru

 

იმ შემთხვევაში, თუ ტროლების სხვის ვიზუალს იპარავენ, რათა თავიანთი იდენტობა უფრო რეალური და დამაჯერებელი გახადონ, ვიყენებთ ფოტოების გადამოწმების რესურსებს, როგორიცაა:  images.google.com, Tineye.com, yandex.com/images, Baidu.com.  

 

დეტალურად ტროლების ამოცნობის ინსტრუქციას გაეცანით მედიაწგნიერების რესურსების პორტალზე  Millab.ge.

მოგვწერეთ: mdfgeo@gmail.com

  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black YouTube Icon
  • Black Instagram Icon