დღეს კიბერსივრცეში ხშირად რეალურის გამოგონილისგან გამიჯვნა ჭირს. იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული, ვისთან უწევს კომუნიკაცია - რეალურ ადამიანთან თუ სხვისი იდენტობით მოქმედ ტროლთან, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს კიბერსივრცეში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარება.

ჩვენი მიზანია გან-ვტროლოთ ისინი, ვისაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ვების სახელწოდებაც - გან-ტროლე.ge - სწორედ ამ ნიშნით შეირჩა.

 

ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული. 

 

ვებ-გვერდზე თავმოყრილია იმ ტროლების პროფილები, რომლებიც მედიის განვითარების ფონდის კვლევების შედეგად გამოვლინდა; ასევე ახალი ტროლები, რომელთაც პერიოდულად ვავლენთ.


საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და ხელი შევუწყოთ მედია წიგნიერების განვითარებას, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ რეალურის გამოგონილისგან გარჩევა. 

 

ვებ-გვერდი, რომელიც პროექტ “მედიანავიგატორთან” პარტნიორობით შეიქმნა, ტროლების დარეპორტების შესაძლებლობასაც იძლევა და ტროლების ამოცნობის ინსტრუმენტების შესახებ ინსტრუქციასაც გვაწვდის. 

მოგვწერეთ: mdfgeo@gmail.com

  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon
  • Black YouTube Icon
  • Black Instagram Icon